logo_geo
eng_logo
კიმ ჩენ ინი მოულოდნელი ვიზიტით ჩინეთს ეწვია
- +

26 მარტი. 2018. 21:22



ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მოულოდნელი ვიზიტით ჩინეთს ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი" ავრცელებს.


გავრცელებული ცნობით, ეს კიმ ჩენ ინის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც 2011 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ ჩრდილოეთ კორეის სათავეში მოვიდა.


ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჩინეთში ვიზიტის დეტალები და ხანგრძლივობა უცნობია.


„ბლუმბერგის" ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი პეკინში ჩინეთის სასაზღვრო ქალაქ დანდუნის გავლით სპეციალური მატარებლით ჩავიდა, რომლითაც პეკინს მამამისი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სტუმრობდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner