logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: ვინც თამარ მეფის ხატს გულით ატარებს, აბა იქნებ მათ ჰკითხოთ მათთვის რას ნიშნავს მისი გამოსახულების შეურაცხყოფა!
- +

26 მარტი. 2018. 22:39



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია სოციალურ ქსელში წერს:

 

„ვინც თამარ მეფის ხატს გულით თუ გულზე დაკიდებულს ატარებს, აბა იქნებ მათ ჰკითხოთ მათთვის რას ნიშნავს მისი გამოსახულების უადგილო ადგილზე უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმით გამოსახვა. არ არის მარტივი ეს ემოცია და ამით ნატკენი გული. არ შეგვშვენის ჩვენივე თანამოქალაქეების ფეხებზე დაკიდება, ეს გაუმართლებელია..!

 

P.S. ამის საპასუხოდ ჯვაროსნული ლაშქრობა და ძალადობრივი ქმედებაც გაუმართლებელია. ასეთი პრობლემები ძალადობით არ გვარდება. არ არის ეგ პასუხი! საქმე ერთმანეთის გათვალისწინებაშია. მოქალაქეები უნდა ვფიქრობდეთ ერთმანეთზე, რაღაცის კეთებისას უნდა ვითვალისწინებდეთ ერთმანეთს. ეს ერთ-ერთი სვეტია რაზეც დგას და უნდა იდგეს ცივილიზებული საზოგადოებები", - წერს გაბუნია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner