logo_geo
eng_logo
„ერთად გადავარჩინოთ ჯაბა ბოჯგუა!“ - საქველმოქმედო აქცია მომღერლის დასახმარებლად
- +

28 აპრილი. 2016. 13:43


არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდული კონგრესის" ორგანიზებით 12 მაისს, 20:00 საათზე,  ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება მომღერალ, ჯაბა ბოჯგუას საქველმოქმედო კონცერტი.


ჯაბა 8 წელია ლოგინს არის მიჯაჭვული. უკიდურესი გაჭირვების გამო, მას და მის ოჯახს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება.


კონცერტის მიზანია, შემოსული თანხით დავეხმაროთ და შევუმსუბუქოთ ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც ახლა იმყოფება. მოგმართავთ თხოვნით, გავერთიანდეთ ყველა კეთილი საქმისთვის და გადავარჩინოთ ჯაბა.

 

ბილეთები გაიყიდება: ფილარმონიის სალაროში და https://tkt.ge/ 
ბილეთის ფასია: 10
; 15; 20 ლარი. პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ლელა წურწუმია; მერაბ სეფაშვილი; „სახე"; დათო ხუჯაძე; ნინო ჩხეიძე; „ქუჩის ბიჭები"; „თეატრალურის კვარტეტი"; „ალილო" (ლაშა ღლონტი); ანრი ჯოხაძე; გიო ხუციშვილი; ოთიკო ანდრიაძე; ნოდიკო ტატიშვილი; გოგა მესხი; დათუნა მგელაძე; „სეიშენი";
ნინი ბადურაშვილი; დათო არჩვაძე; ანი სირაძე; ოთო ბერიშვილი; ანი ღონღაძე; შოთი და რეზი ქარცივაძეები; „ფრანი"; „ნიკოლშოუ", - ნათქვამია განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner