logo_geo
eng_logo
რუსთავში შეიარაღებულმა პირმა „ექსპრეს ბანკის“ დაყაჩაღება სცადა
- +

26 მარტი. 2018. 23:20



რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე „ექსპრესს ბანკის" ფილიალის დაყაჩაღება სცადეს. თვითმხილველების განცხადებით, შუახნის მამაკაცი ბანკში ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა.


არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირი დაცვის სამსახურმა დააკავა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველებიც მივიდნენ.


როგორც პირველი არხი იუწყება, ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პირი ცხელ კვალზე, ადგილზე დააკავეს.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner