logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: ამჟამად ასე გამოიყურება, ის ოთახი სადაც მოკლეს ზვიად გამსახურდია!
- +

27 მარტი. 2018. 00:10


 

„ამჟამად ასე გამოიყურება, ჩემს მიერ გადაღებული ღურწკაიების სახლი ძველ ხიბულაში და ის ოთახი სადაც ოფიციალური ვერსიით მოკლეს საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია! სახლი ავარიულია და მასში შესვლაც სიცოცხლისთვის სარისკო.(ცხადია ეს ყოველივე შეგნებულად მოხდა)..." - ამის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.


„სახლში შეუძლებელია რაიმე საგამომძიებლო სამუშაოების ჩატარება ამჟამად, ოთახში დღემდე შემორჩენილია ხის კედელზე მიკრული ფერადი შპალერი, არც ამჟამად და არც 1993-94 წლებში არსად შეიმჩნეოდა მასზე რაიმე სახის სისხლის ლაქები, ამავე ოთახში დაიკარგა თუ გაუჩინარდა გასროლილი ტყვიის გულა.(მასრაც სადაა დღეს არ ვიცი)...პირველიდან მეორე სართულზე ამავალი შიდა კიბე უკვე ჩამონგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ ხის დარაბები, რომელიც როგორც გვარწმუნებენ პრეზიდენტის ყოფნის დროს დახურული იყო, მეორე სართულზე ოთხი ოთახია, რომელსაც არ გააჩნდა არც ერთი კარი და მხოლოდ ფარდით იყო ოთახშის შესასვლელები ჩამოფარებული...პრეზიდენტის საბედისწერო ოთახი (რომელიც ამ ფოტოზეა),ყველაზე არა უსაფრთხო ოთახს წარმოადგენს, რადგან მდებარეობს ქუჩის მხარეს,გარე კიბიდან ამავალ აივანზე მეორე სართულის, პირველივე ფანჯარა სადაც იდგა პრეზიდენტის საწოლი, ფანჯრიდან ერთი ხელის გადაყოფაზე....

თავად ღურწკაიებს მოგვიანებით შევხვდი ზუგდიდში, მისაუბრია იმ ადამიანებთან ვინც პირდაპირ თუ ირიბად იყვნენ დაკავშირებული ხიბულაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან, ვინც საკუთარი ხელით შეხებია პრეზიდენტის ცხედარს,საკუთარი თვალით ნახა ნატყვიარი, შემავალი და გამავალი ჭრილობა, (მარჯვნიდან მარცხნივ, ზემოდან ქვემოთ გამავალი ნატყვიარი) უცნაური არა თვითმკვლელობისთვის დამახასიათებელი და ფოტოზე მყოფი ეს შემზარავი ოთახი რომლის კედლებიც ინახავენ პრეზიდენტის მკვლელობის შემზარავ საიდუმლოს!

 

ცხადია ასი პროცენტით რომ იყო დარწმუნებული რა მოხდა მაშინ თავად უნდა იყოს ადამიანი მოწმე და თვითმხილველი (არა ცრუ მოწმე და შეთქმულებაში მონაწილე) ამიტომაც ყოველთვის რჩება მცირე პროცენტი შეცდომის, ამიტომ არ მიმაჩნია საჭიროდ, ვინმეს თავზე მოვახვიო ჩემი სუბიექტური აზრი და პოზიცია თუ საბოლოოდ რა დასკვნამდე მივედი, მით უფრო როდესაც დუმს ის საგამომძიებლო ორგანოები ვისაც პირდაპირ ევალება ამ საქმის გამოძიება, ამიტომაც საჯაროობისაგან თავს შევიკავებ საბოლოოდ რა დასკვნამდეც მივედი, თუ რა ვითარებაში დაიღუპა საქართველოს პრეზიდენტი, ცალსახად მხოლოდ იმას ვიტყვი რომ ეს არ იყო არანაირი თვითმკვლელობა! მაგრამ რა ვითარებაში და ფორმაში განხორციელდა ამაზე დაკონკრეტებისგან ამჟამად განვრცობა საჭიროდ არ მიმაჩნია, თუმცა კიდევ ერთხელ დავსძენ რომ გამაჩნია ჩემი სუბიექტური პოზიცია და საბოლოო დასკვნაც..." - წერს შონია.

 


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner