„მონობა - პირდაპირი გაგებით, რატომ ესმის ზოგიერთს, თუ მართლა მონობის კომპლექსი არ სტანჯავს? მეუფე შიოს ქადაგებაში, სიყვარულის მეტი, ვერაფერი ამოვიკითხე" , - ამის შესახებ აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ღმერთი, სამშობლო, ოჯახი გიყვარს? მშობლები, შვილები, დედმამისშვილები, მეგობრები, მეზობლები გიყვარს? „მონა" ხარ, მსახური ამ სიყვარულის, აბა, ვინ ხარ? სიყვარულის გამოა, რომ საკუთარ თავზე წინ მათ აყენებ. მხოლოდ, ამ შემთხვევაში ვერ მიაყენებ ტკივილს, ვერ ჩაიდენ ბოროტებას. მსახურებაა, როდესაც გვერდში უდგახარ, სხვის ჭირს იზიარებ - ამას ჰქვია ნამდვილი წარმატება და მაშინ ხარ ადამიანი! მაშინ გძინავს მშვიდად, მაგრამ ვის როგორ ესმის ეს წარმატება, ესაა მთავარი. მეუფე რომ ამბობს, ისე გაზრდილი შვილები ვნახეთ კარგად, როდესაც საქართველოს გაუნათლებელი, „ცალკალოშიანთა" მგლების ერთი მუჭა ხროვა შემოესია.
აღარ სჭირდება ჩვენს ქვეყანას საკუთარი „წარმატებისთვის" ერთმანეთის ჩამშვები და ყველაფერზე წამსვლელი მოძალადეები.
ძალიანაც კი უნდათ, მაგრამ არაა მეუფე შიო იმ წრეში დაბადებული და გაზრდილი, რომ XXI საუკუნეში, მონობა იქადაგოს. რა უნდა ქნას, გადმოდგეს ამბიონიდან და ძალადობა კარგიაო, თქვას? მითუმეტეს, რომ უფლის სიტყვები მოაქვს და არა თავისი, მაგრამ როცა ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი სტატიის სათაურით ან სამზარულოში გადაძახებით მსჯელობს, ეს არცაა გასაკვირი.
ბარემ ვიტყვი: ყველა ეპოქის ქალის სიმბოლოს - თამარ მეფეს - სიმბოლოს ძლიერებისა, სილამაზისა, დედისა, შვილისა, მეფისა, ხელმძღვანელისა, შემწყნარებლობისა (სიკვდილით დასჯა გააუქმა) და რამდენი ჩამოვთვალო, აყენებენ შეურაცხყოფას და თან, გენდერული თანასწორობისთვის, ცეცხლით და მახვილით იბრძვიან, გეგონება, ვინმე ერჩოდეთ.
მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა თამარ მეფით (და არა დედოფლით!), რომელსაც ანალოგი არა აქვს არსად!
თუმცა, წმინდანია და ამაში ფულს არ იხდიან...
ამიტომ არ მწამს ამათი არაფერი.
და იმ „განაშებულ" ჟურნალისტ ქალს, სახელის ხსენებაც არ მინდა და ბოდიში თქვენთან ამ სიტყვისთვის, ვინმემ უთხრას, რომ სამარცხვინოა და სასაცილო", - წერს შარაძე.