logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ეს სააკაშვილის ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება...
- +

27 მარტი. 2018. 02:03


„მიხეილ სააკაშვილის გამო რომ საზღვარგარეთ მყოფი მილიონ-ნახევარი ადამიანი დავსაჯოთ და ქვეყნის ცხოვრებაში მათი მონაწილეობა დავკარგოთ, ეს სააკაშვილის ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება", - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სალომე ზურაბიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.


„იმედი მაქვს, ამ შეცდომას არ დავუშვებთ. მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისთვის პოლიტიკური საფრთხეა, მაგრამ ამაზე ორი პასუხი არსებობს - სასამართლო და არჩევნები. თუ ვთქვათ, მტკიცებულებები არ არსებობს და ვთვლით, რომ მას სასამართლოთი ვერაფერს ვუზამთ, მეორე უფრო სერიოზული ბერკეტი არჩევნებია იმისთვის, რომ სააკაშვილს ამ ქვეყანაში რამენაირი პოლიტიკური აქტიურობის საშუალება ჰქონდეს.

 

საუბარი ბევრ საფრთხეზე მიდის, მაგრამ პირადად მე საფრთხეებს ვერ ვხედავ, რადგან უცხო ქვეყნის აგენტებს ძალიან ბევრი პასპორტი აქვთ და სხვადასხვა მოქალაქეობით სარგებლობა მათთვის რთული არ არის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner