ისლანდიის მთავრობა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებს და რუსეთის სტადიონებზე გამართულ მატჩებზე დასწრებას არ აპირებს. ამის შესახებ The Sun-ი წერს.
კუნძულოვანი სახელმწიფოს ჩინოვნიკებმა მხარი დიდი ბრიტანეთის მიერ აგორებულ ბოიკოტს დაუჭირეს. გარდა ამისა, მთავრობამ გადაწყვიტა რუსეთთან ორმხრივი კონტაქტები შეაჩეროს.
ოფიციალურ განცხადებაში ქვეყანა რუსეთის მთავრობას მოუწოდებს, გასცეს პასუხები კითხვებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში რუსი ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლას ეხება.
სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.