ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში რუსეთის ქალაქ კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში ხანძარს შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„ვინც იმ საცოდავ დამწვარ ბავშვებზე, ირიბად მაინც აუგი თქვით, ყველას მიგაშლით და მიგაბლოკავთ!... სწორედ, ამიტომაც ხართ ერთ წერტილში გაყინული, იმიტომ არ გაძლევთ უფალი საშველს და გენატრებათ ყველაფერი ადამიანური, რაც არც გაქვთ და არც არასდროს გექნებათ... ასეთი საზიზღრები, ბოროტები და დედანატირები ხალხი რომ ხართ... - გძულთ ადამიანები, გძულთ ბავშვები და ბედნიერები ხართ სხვისი უბედურებით... კომპს მიჯაჭვულნი, ბნელეთის მოციქულები გახდით და მშიერ მონებად გაქციათ ღმერთმა... თქვენ მუდამ, ის მოსეირე და ტლუ საზოგადოება იქნებით, რომლებიც სხვისი უბედურების მოლოდინში, ათასში ერთხელ მაინც, რომ გამოანათებთ ხოლმე... მადლობა FACEBOOK-ს, თქვენნაირი მატლები რომ წამოატივტივა ზედაპირზე და გაგვაცნო... ფუ თქვენი ... ჭიაყელებო!" - წერს ლიპარტელიანი.