logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: რა გასწავლეს ამ მიშამ და ბოკერიამ! რა გადაგისხეს ძარღვებში!
- +

27 მარტი. 2018. 10:11



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში რუსეთის ქალაქ კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში ხანძარს შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:

 

„ამ დედააფეთქებულებს „ჯარისკაცის მამა" ნანახი არა აქვთ?

ესროლეთ ბავშვებს, თქვენ ხომ მეტი არ შეგიძლიათ!

რა გასწავლეს ამ მიშამ და ბოკერიამ! რა გადაგისხეს ძარღვებში!

სად დაიბადეთ?

თქვენნაირი ნაძირლები აგზავნიდნენ გაზის კამერებში ბავშვებს და მერე ნოქტიურნებით ტკბებოდნენ, მაგრამ მაინც თქვენზე მაღალ საფეხურზე იდგნენ (თუ შედარება შეიძლება) თუნდაც იმიტომ, რომ თქვენი ბელადები, იმათ ბელადებთან შედარებით, ჩვეულებრივი მათხოვრები არიან!

ისინი მარიკა როკს უყურებდნენ და ვაგნერს უსმენდნენ, თქვენ კიდე დეფი მისი მსგავსი შარლატანები გყავთ ღმერთებად.

სწორედ ამიტომ იქნებით მუდამ ნეხვში. სულიერ ნეხვში. ამას ვერ გაიგებთ, თუნდაც იმიტომ, რომ ნეხვში ხართ!"  - წერს გაბრიჭიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner