რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კემეროვოში მომხდარ ხანძარს გამოეხმაურა.
„ეს რა ხდება, ეს ხომ საომარი მოქმედებები ან მაღაროზე მეთანის ამოფრქვევა არ არის. ადამიანები ბავშვებით დასასვენებლად მივიდნენ. ჩვენ დემოგრაფიაზე ვსაუბრობთ, მაგრამ რის გამო დავკარგეთ ამდენი ადამიანი? ვიღაცის დანაშაულებრივი გულგრილობისა და დოყლაპიობის გამო", - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს ალექსანდრე ბასტრიკინს, შეფასება მიეცეს იმ თანამდებობის პირების ქმედებებს, რომელთა გამოც ასეთი ტრაგედია დატრიალდა.
„ფულის გარეშე ვერც ერთ ცნობას ვერ მიიღებ, ფულის სანაცვლოდ კი ყველაფერს აწერენ ხელს", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
25 მარტს რუსეთში, ქალაქ კემეროვოში, სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა.