logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ჩვენი ერის ნაწილი უიმედოდაა დაავადებული
- +

27 მარტი. 2018. 14:11



საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში კემეროვოში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.


„კემეროველი ბავშვიც ბავშვია, თბილისელიც, სოხუმელიც, ვაშინგტონელიც. თუ ხანძარი ჩნდება და კვდებიან ბავშვები, ჩემთვის (და ყველა ნორმალური ადამიანისთვის) არც ეროვნებას აქვს მნიშვნელობა და არც ქვეყანას, სადაც ეს მძიმე ტრაგედია ხდება. ჩვენი ერის ნაწილი კი, გეუბნებით, უიმედოდაა დაავადებული. ამ ავადმყოფობას ჰქვია ზიზღი, ბოღმა, ბოროტება. შეძრული ვარ იმ უბედურებით, რაც მოხდა კემეროვოში, მაგრამ არანაკლებად ვარ შეძრული ჩვენი საზოგადოების ნაწილის სულიერი და გონებრივი მდგომარეობით, ვინც ბავშვების ტრაგიკულ სიკვდილს აკავშირებს ან გეოპოლიტიკასთან ან საერთოდ პოლიტიკასთან. ერთი ავლიპ ზურაბაშვილი აღარ გყოფნით, მინიმუმ ასი გჭირდებათ. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, კემეროვოელებს, რუს ხალხს და სულ არ მაინტერესებს, უიმედოდ დაავადებულები რას იფიქრებთ ჩემზე", - წერს ირმა ინაშვილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner