რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი არ მოითმენს დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უტიფრობას და რუსი დიპლომატების გაძევებას შესაბამის პასუხს გასცემს.
„ვუპასუხებთ, ეჭვი არ შეგეპაროთ. ასეთი უტიფრობის მოთმენა არავის სურს და არც ჩვენ ვაპირებთ, ეს ვითმინოთ", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
სერგეი სკრიპალის მოწამლვის გამო, დიდ ბრიტანეთთან სოლიდარობის ნიშნად აშშ, კანადა, ავსტრალია და ევროპული ქვეყნები 135 რუს დიპლომატს გააძევებენ.