logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: რუსეთი არ მოითმენს დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უტიფრობას
- +

27 მარტი. 2018. 14:55



რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი არ მოითმენს დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უტიფრობას და რუსი დიპლომატების გაძევებას შესაბამის პასუხს გასცემს.

 

„ვუპასუხებთ, ეჭვი არ შეგეპაროთ. ასეთი უტიფრობის მოთმენა არავის სურს და არც ჩვენ ვაპირებთ, ეს ვითმინოთ", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.


სერგეი სკრიპალის მოწამლვის გამო, დიდ ბრიტანეთთან სოლიდარობის ნიშნად აშშ, კანადა, ავსტრალია და ევროპული ქვეყნები 135 რუს დიპლომატს გააძევებენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner