logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ვართ თანამედროვე დასავლური ქვეყანა!
- +

28 აპრილი. 2016. 14:34


ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ილინოისის უნივერსიტეტს ეწვია. სადაც სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღევანდელი საქართველო სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც ის წარმოადგენდა 20 წლის წინ.

 

 

მაისში საქართველო ზეიმობს დამოუკიდებლობის აღდგენის 25- წლისთავს. მოკლე დროში საქართველო სამოქალაქო ომის ცეცხლში გახვეული ქვეყნიდან გარდაიქმნა თანამედროვე, დემოკრატიულ და დინამიკურ სახელმწიფოდ, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

დღევანდელი საქართველო სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც ის წარმოადგენდა 20 წლის წინ. ყველა სფეროში მიღწეულია სერიოზული პროგრესი, დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით და დამთავრებული ეკონომიკით, დემოკრატიით, კანონის უზენაესობითა და ადამიანის უფლებათა დაცვით.

შევეცდები, ლაკონური ინფორმაცია მოგაწოდოთ საქართველოს შესახებ:

 

•         ჩვენ ვართ პატარა (მოსახლეობა: 4 მილიონი), მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა.

•         ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა.

•         ჩვენ გვაქვს თავისუფალი, ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს რწმენა.

•         მსოფლიო ბანკის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით.

•         მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიხედვით, გადასახადების სიმსუბუქის კუთხით ჩვენ მე-9 ადგილზე ვართ მსოფლიოში. რამდენიმე მაგალითი: კომპანიების მოგების გადასახადი შეადგენს 15 პროცენტს, ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადი 20 პროცენტს, დღგ 18 პროცენტს, ამასთან გადასახადები არ იზრდება. გარდა ამისა, ჩვენი რეფორმების ახალი დღის წესრიგის თანახმად, 2017 წლის 1 იანვრიდან მოგების გადასახადი გაუქმდება და დაიბეგრება მხოლოდ დივიდენდები.

•         ჩვენ აღმოვფხვერით კორუფცია.

•         ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მოვიზიდეთ მილიარდობით დოლარის  პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ხოლო უმუშევრობის დონე დაეცა.

•         2014 წელს საქართველოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1,75 მილიარდი აშშ დოლარი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ. 2015 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობამ შეადგინა 1,4 მილიარდი დოლარი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

•         ჩვენ გვაქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ძლიერი განათლების სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვამზადებთ ჯანმრთელ და განათლებულ კადრებს.

 

მსოფლმხედველობისა და, ზოგადად, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ჩვენ ვთვლით, რომ ვართ თანამედროვე დასავლური ქვეყანა. ჩვენ გვაქვს მჭიდრო და აქტიური ურთიერთობები ევროკავშირსა და NATO-სთან და ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ახლო მომავალში ამ ორგანიზაციებში გაწევრების გზაზე." - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner