logo_geo
eng_logo
ნინო ჯავახაძე: 2018 წლის ორ თვეში საქართველომ რეადმისიის 276 განაცხადი განიხილა
- +

27 მარტი. 2018. 16:36



შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ საგარეო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ 2018 წლის ორ თვეში საქართველომ რეადმისიის 276 განაცხადი განიხილა.


მისი თქმით, ევროპელ პარტნიორებს, რეადმისიის შეთანხმების განხორციელება ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად მიაჩნიათ.


„2011 წლის 1 მარტიდან დღემდე, საქართველოს სულ 9 638 განაცხადი აქვს მიღებული რეადმისიაზე, საიდანაც უარყოფილი იყო მხოლოდ 429 განაცხადი. აღსანიშნავია, რომ რეადმისიის თვალსაზრისით პირველ სამეულს გერმანია, საფრანგეთი და საბერძნეთი წარმოადგენენ. 2018 წლის იანვარ-თებერვალში კი სულ განხილული გვაქვს 276 განაცხადი რეადმისიაზე", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner