logo_geo
eng_logo
“ჩემი შვილი არ ხარ და ვერასდროს იქნები!”
- +

28 აპრილი. 2016. 15:03


მიუხედავად იმისა, რომ არი ბულონი მამის ასლია, დელონი მას არ აღიარებს.
არი ბულონი ალენ დელონის დედის სახლში გაიზარდა და დელონის მამინაცვლის გვარს ატარებს.


მისი დელონთან შეხვედრა თითებზეა ჩამოსათვლელი. მაგალითად, როცა ალენის მამინაცვალი - პოლ ბულონი გარდაიცვალა, დაკრძალვაზე მივიდა.სადაც მსახიობმა შვილს უთხრა:


 დაიმახსოვრე, ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ მეგობარი ხარ. და რას გეტყვი, მეგობარო: შენ ჩემი თვალები, ჩემი თმა არ გაქვს. ჩემი შვილი არ ხარ და ვერასდროს იქნები. დედაშენთან მხოლოდ ერთხელ ვიწექი".


ჟურნალ „ისტორიის ქარავანთან" ინტერვიუში, დელონის ვაჟი ღიად საუბრობს მამასთან კონფლიქტის შესახებ:


„მამაჩემი ნამდვილი მონსტრია, დაუნდობელი და უგულო ადამიანი. იცით, მსგავსი უკანონო შვილები, როგორიც მე ვარ, რამდენი ჰყავს? ისინი უბრალოდ დუმან, აი, მე კი ამაზე გაჩუმებას არ ვაპირებ. მამისგან უარყოფის მიზეზი ის არის, რომ წარსულის გახსენება არ სურს - რაც ჩემს პირად ტრაგედიას მოიცავს".

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner