კემეროვის ოლქის გუბერნატორმა ამან ტულეევმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ხანძარი სავაჭრო-გასართობ ცენტრში შესაძლოა საბავშვო ზეიმზე გაშვებული ფოიერვერკის გამო გაჩნდა.
„ვისაც მე შევხვდი, ამბობენ, რომ საბავშვო ზეიმი იყო და ფოიერვერკები გაუშვეს. ეს, რასაც თვითმხილველები ამბობენ. ამ ფოიერვერკების გაშვებით დაიწყო ხანძარი. შემდეგ რაც მოხდა, იცით: დაკეტილი კარები, საავარიო გასასვლელები და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობდა, ხოლო კვამლის საწინააღმდეგო სისტემა არ იყო", - განაცხადა ამან ტულეევმა.
25 მარტს რუსეთში, კემეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა.