NATO-ს გენერალურმა მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO ალიანსში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის შვიდ თანამშრომელს გააძევებს.
„ეს არის ძლიერი გზავნილი რუსეთისთვის, რომ თავისი ქმედებებისთვის ფასი უნდა გადაიხადოს და რომ ყველაფერს თავისი შედეგები მოჰყვება", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სერგეი სკრიპალის მოწამლვის გამო, დიდი ბრიტანეთის სოლიდარობის ნიშნად აშშ, კანადა, ავსტრალია და ევროპული ქვეყნები 135 რუს დიპლომატს გააძევებენ.