ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში რუსეთის ქალაქ კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში ხანძარს შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„არ შეიძლება ბავშვები კვდებოდნენ და არ შეიძლება ბავშვების სიკვდილი გიხაროდეს, რა ერის ან ეროვნების წარმომადგენელიც არ უნდა იყოს... არ შეიძლება და მორჩა", - წერს ფოფხაძე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს 41 ბავშვი დაიღუპა.