logo_geo
eng_logo
„ვიწვით, მიყვარხართ, მშვიდობით!” – რუსეთში სავაჭრო ცენტრში გარდაცვლილთა შორის უმრავლესობა ბავშვია
- +

27 მარტი. 2018. 20:50



რუსეთში, კემეროვოში მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს, ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანი ემსხვერპლა.


საგანგებო სიტუაციების მინისტრის, ვლადიმერ პუჩკოვის თქმით, გარდაცვლილთაგან ამოიცნეს 15 ადამიანი. არიან დაკარგულებიც, რომელთა პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.


მინისტრის განცხადებით, სავაჭრო ცენტრის დამწვარი კონსტრუქცია, შესაძლოა, ნებისმიერ დროს ჩამოიშალოს და მაშველები ახლა სიცოცხლეს რისკავენ.


პუჩკოვი ამბობს, რომ სვაჭრო ცენტრთან ახლოს მდებარე შენობებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე არ არსებობს.


რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილებს შორის 41 ბავშვია.


ტელეკომპანია RTVI ერთ-ერთი გარდაცვლილი გოგონას ფოტოს აქვეყნებს. მარია მოროზი, რომელიც ცეცხლმოკიდებული კინოთეატრის დარბაზიდან სოციალურ ქსელში წერდა და დახმარებას ითხოვდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა, მან გონს მოსვლა ვერ მოასწრო.


„ვიწვით, მიყვარხართ ყველა, მშვიდობით..." - წერდა მარია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner