logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: რა თქმა უნდა, ქალისთვის შეურაცყოფა არ მიმიყენებია...
- +

27 მარტი. 2018. 21:09



თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:


„ამაზრზენია ქალს ამოფარებული კაცუნების ქმედებები და განცხადებები იმის შესახებ თითქოს მე ქალს შეურაცხყოფა მივაყენე. დარწმუნებული ვარ საზოგადოება, ის სოციუმი სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ჩემგან დამატებით განმარტებებს არ საჭიროებს, რადგან ჩვენთვის ყველასთვის მიუღებელი და არაეთიკურია ის ქმედება რაც მე ოდიოზურმა ფიგურებმა და მედიის გარკვეულმა ნაწილმა დამაბრალა.

 

შეუძლებელია უემოციოდ უყურო იმ თავხედობას რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით პოლიტიკურ პროცესში პარლამენტში, საკრებულოში თუ სხვა საჯარო სივრცეში.

 

ე.წ ოპოზიციის დესტრუქციული და მავნებლური ქმედებები უკვე სახიფათო სახეს იძენს, მათთვის ხომ სულერთია სტაბილურობა, მშვიდობა, კონსტიტუციაც და ქალაქის გენ.გეგმაც. ერთადერთი მიზანი სიტუაციის არევა და პროვოკაციაა რაც დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ.

 

რა თქმა უნდა, მე ქალისთვის შეურაცყოფა არ მიმიყენებია და შემიძლია ელენე ხოშტარიას კიდევ ერთხელ ბოდიში მოვუხადო.

 

P.S. ვისურვებდი ბოდიში მოვისმინო იმ ადამიანების მხრიდან ვინც ეს ყველაფერი ქალის შეურაცხყოფად გაყიდა!" - წერს ვატო შაქარიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner