logo_geo
eng_logo
მაღალმთიან რეგიონებში პროექტების განსახორციელებლად 10 მილიონი ლარი გამოიყო
- +

27 მარტი. 2018. 21:22



მაღალმთიან რეგიონებში პროექტების განსახორციელებლად 10 მილიონი ლარი გამოიყო. ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.


3 მლნ ლარი გათვალისწინებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამისთვის „დანერგე მომავალი" - მაღალმთიან დასახლებებში კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის.


7 მლნ ლარი გამოიყო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით შექმნილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამისათვის.


საქართველოს 3700 დასახლებიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს დაახლოებით ნახევარს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner