ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში ფოტოს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა აერთიანებდა ნებისმიერი ასაკის ადამიანს ამიტომაც იყო სრულიად საქართველოს სახალხო მოძრაობა და ფენიქსისამებრ აღდგა დამოუკიდებელი საქართველო! ასე თავდადებით, უანგაროდ და სუფთა ხელებით ჯერ არავის უბრძოლია, თანაც მშვიდობიანი ფორმით რომლის ისტორიას ინატრებდა ნებისმიერი ქვეყანა! დაუშრეტელი ენერგია, უშიშარობა იდეისათვის თავგანწირვა, სადა და გულწრფელი სახალხო ლაშქარი, რომელთაც გაახალგაზრდავეს საქართველო!
ეროვნულ მოძრაობას დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწია რთულ, უსამართლობისა და ეკლით მოფენილ გოლგოთამდე, მაგრამ ჯვარცმას ყოველთვის მოსდევს აღდგომა და ამაღლება! ეროვნული მოძრაობის იდეალებს გადაშენება არასდროს უწერია და თვითოეული ის ადამიანი ვინც კი აქტიური მონაწილე იყო ამ სახალხო ლაშქარის უბედნიერესი ადამიანია, თვითოეულმა მათგანმა თავისი ქვეკუთხედი დადო საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში! დიდება თქვენ! დიდება ჩვენს გმირებსა და მამულიშვილებს!" - წერს შონია.