logo_geo
eng_logo
ზაზა ჩაჩანიძეს ნაციონალური მოძრაობა მხარს უჭერს - პატრიოტთა ალიანსი კი იმპიჩმენტისთვის ემზადება
- +

28 მარტი. 2018. 00:48

 

 

 

"ღირსეული და პრინციპული ადამიანი  მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს არჩეული თანამდებობის პირი." - ამ სიტყვებით აქებს ბორჯობის საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიზეს, ნაცნონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი. 
ხაბეიშვილის ღია მხარდაჭერამდე იყო ეჭვები, რომ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე "ევროპულ საქართველოს" და "ნაციონალურ მოძრაობას" გაურიგდა. 
ჩაჩანიძეს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა, "ნაციონალურ მოძრაობის" კიდევ ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ.
"ერთადერთი საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოში,რომელიც საქმით ზრუნავს ბორჯომსა და ბორჯომელებზე, ზაზა ჩაჩანიძე და საკრებულოს წევრთა მოუსყიდავი გუნდი მათ ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს ჩაუყარეს საფუძველი, რომელიც აუცილებლად გაისტუმრებს დამნაშავე ხელისუფლებასა და მის სატელიტებს პოლიტიკურ სანაგვეზე." - განაცხადა კირკიტაძემ.
2017 წლის 20 ნოემბერს 15 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, თითქმის შვიდ საათიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ, ოპოზიციის წევრებმა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს.
შეგახსენებთ, ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიცის აქვს, - 28 დეპუტატიდან - 15 ოპოზიციის, 13 კი მმართველი გუნდის წევრია. ამ ფაქტის გამო ბორჯომში გასული წლის ნოემბერში, პირველივე სხდომა, ხმაურით დაიწყო, იმ დღიდან დღემდე კი "ოცნება" სხდომებს ბოიკოტის ნიშნად არ ესწრებოდა. 
ხვალ ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე იგეგმება, ზაზა ჩაჩანიძის გადარჩევა. არსებული ინფორმაციით, "ნაციონლური მოძრაობის" წევრები ბორჯომში არიან და პირებენ ჩაჩანიძეს მხარი დაუჭირონ.
ვითარების შესაფსებლდ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ირმა ინაშვილს მივმართეთ:
ირმა ინაშვილი:" იმედია, აღარ რჩება კითხვა, რატომ ხდება ზაზა ჩაჩანიძის იმპიჩმენტი. ბორჯომის საკრებულო თავისუფლდება კინკლაობისგან, შურისძიებისა და პოლიტიკური ბოღმისგან. ეს ამ საკრებულოს შიდა საკითხია, შიდა საქმეა, ამიტომ 28 მარტის სხდომამდე არ ვაკეთებ ზედმეტ კომენტარს. არ მინდა, რომ ჩემი განცხადებები აღქმული იყოს დეპუტატებზე ზეწოლის მცდელობად. ვპირდები ბორჯომელებს: საკრებულოში დასრულდება კრიზისი და დაიწყება ხალხისთვის სასოცოცხლო პროექტების განხორციელება. "

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner