logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ვინც გოგი თოფაძის უმრავლესობიდან გარიცხვაზე საუბრობს, მან არ იცის რეგლამენტი
- +

22 თებერვალი. 2016. 22:16



უმრავლესობის ლიდერის მოადგილე  გიორგი ვოლსკი გადაცემაში 2030 უმრავლესობის წევრის გოგი თოფაძის შესაძლო გარიცხვის შესახებ კომენტარს აკეთებს. ვოლსკის განცხადებით, ამ თემაზე საუბარი ნაადრევი და საფუძველს მოკლებულია, რადგან ყველაზე მართებული „მრეწველებისა" და „რესპუბლიკელების" შერიგება იქნება.



„ვინც საუბრობს იმაზე, რომ მოსალოდნელია გოგი თოფაძის გარიცხვა უმრავლესობიდან, მან არ იცის რეგლამენტი. გარიცხვის საკითხი ასე არ დგება. მე პერსპექტივაში პირადი განწყობა მაქვს ყოველთვის, ალბათ პროფესიიდან გამომდინარე, რასაც 20 წელი ვეწეოდი დიპლომატიურ სამსახურში. მაინც  ვფიქრობ, უნდა ვიმოძრაოთ შერიგებისკენ, ვითარების სტაბილიზაციისკენ და საერთო პოზიციების გამოძებნისკენ. როგორი წამატებული ვიქნებით ამ მიმართულებით ამას დრო გვიჩვენებს, - განაცხადა ვოლსკიმ 2030-ში.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner