logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: ადეიშვილი საბოლოოდ გაიქცა სააკაშვილის ჩაძირული გემიდან!
- +

28 აპრილი. 2016. 15:19


საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა უკრაინა დატოვა. რას უკავშირებს ქართველი ექს-მაღალჩინოსნის წასვლას უკრაინიდან ლალი მოროშკინა - ამის შესახებ „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოსთვის" დამფუძნებელმა „რეპორტიორის" პრესკლუბში ისაუბრა.


„ნაციონალურ მოძრაობაში" ყველაზე პრაქტიკულად მოაზროვნე ყოველთვის იყო ზურაბ ადეიშვილი და ეს დღესაც გამოჩნდა. თუ ვინმე გაიქცა სააკაშვილის ჩაძირული გემიდან პირველი, ეს არის ზურაბ ადეიშვილი. ეს ადამიანი ყოველთვის გრძნობს ხოლმე დაძაბულ სიტუაციას, პოულობს მარტივ გამოსავალს და მიდის იმ ქვეყანაში, სადაც მას თავშესაფრის მიღების შესაძლებლობა აქვს. ამ შემთხვევაში ეს ქვეყანაა უნგრეთი. სანამ წავიდოდა ადეიშვილი სააკაშვილისგან, მათ ჰქონდათ სერიოზული საუბარი. ამ საუბრების ნაწილი „ვიკილიქსის" მასალებშიც გამოჩნდა. ეს გვაძლევს საბაბს, დავიჯეროთ, რომ რაც ქვეყნდება „ვიკილიქსით", სინამდვილეა. ზუსტად ამ დაძაბული საუბრის შემდეგ განერიდა ადეიშვილი სააკაშვილს. აქ იყო საუბარი საარჩევნო სიაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" წამგებიანი სახეები კიდევ უფრო გააფუჭებენ სიტუაციას....

 

 

ამ საუბრებში გაჟღერდა ჩემი გვარიც, რომ ლალი მოროშკინა ამოიღებს მასალებს ყოფილ პატიმრებზე, რომლებსაც არასწორად მოექცნენ. ამაზე სულხან მოლაშვილიც საუბრობს... ციხეებიდან „ცინკის" ყუთებით გაჰქონდათ პატიმრის გარდაცვალების დღეს „რაღაც". გარდაცვლილ პატიმარს რომ ატანდნენ ჭირისუფალს, აღმოჩნდებოდა, რომ გვამი იყო შინაგანი ორგანოების გარეშე. ამაზე კითხვები მრავლად არის, ასეთივე შეკითხვები უკრაინაშიც გაჩნდა, რითაც უკვე დაინტერესდნენ უკრაინელი სამართალდამცველები. ბატონმა ადეიშვილმა კი გააცნობიერა მოახლოებული საფრთხე და გამოსავალი ნახა, მან კარგად იცის, რომ სააკაშვილის გზა საბოლოო სასაფლაოსკენ მიდის", - განაცხადა მოროშკინამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner