logo_geo
eng_logo
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი რონალდინიო გაუჩო პოლიტიკაში მიდის
- +

28 მარტი. 2018. 02:59



მსოფლიო დონის ფეხბურთელმა რონალდინიო გაუჩომ, პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა და როგორც თვითონ აცხადებს, ამჯერად პოლიტიკაში მიდის. მისი ყურადღება გამახვილებულია ბრაზილიის "გენერალურ" არჩევნებზე, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა "Telegraph"-ი ავრცელებს.

 


საფეხბურთო კლუბ ბარსელონასა და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ბრაზილიის "რესპუბლიკურ პარტიას" შეუერთდება.

 


როგორც ბრაზილიის "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლები აცხადებენ, რონალდინიო საკმაოდ ცნობილი და წარმატებული პიროვნებაა და მისი პოლიტიკურ გუნდში აყვანა ოქტომბრის არჩევნებში მნიშვნელოვნად გააძლეირებს პარტიას.

 


მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ლეგენდასთან ერთად, პოლიტიკურ ჯგუფში მონაწილეობას, რონალდინიოს ძმა რობერტო დე ასისიც მიიღებს, რომელიც აცხადებს, რომ "ჩვენ ვართ ბრაზილიელები, ჩვენ ვცხოვრობთ და გვადარდებს ჩვენი ქვეყნის მომავალი", - განაცხადა რობერტო ასისიმ.

 


შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში "გენერალური" არჩევნები 7 ოქტომბერს გაიმართება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა მეორე ტურის ჩატარება, როგორც ცნობილია 28 ოქტომბერს ჩატარდება.

 

 

2018 წლის არჩევნები ბრაზილიის დემოკრატიულ ისტორიაში იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი განიცადა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner