logo_geo
eng_logo
კემეროვოში ხანძრის შედეგად 64 დაღუპულიდან მხოლოდ 27 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა
- +

28 მარტი. 2018. 11:09



კემეროვოს ოლქში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის ალექსანდრე მამონტოვის განცხადებით, სავაჭრო ცენტრში 64 დაღუპულიდან 14 პირს დღეს დაკრძალავენ.


მისივე თქმით, ამ მომენტისთვის 27 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა, კიდევ ოთხი პირის ცხედარი დამატებით ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.


კემეროვოში სავაჭრო ცენტრში „Зимняя вишня" ხანძარი 25 მარტს გაჩნდა, რის შედეგადაც 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner