logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
- +

28 მარტი. 2018. 11:12



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა,  ქალაქ რუსთავში, ჯამში 2 100 აშშ დოლარის ოდენობის 21 ერთეული ყალბი 100-დოლარიანი  კუპიურა გაასაღა.


საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის  პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან  7 წლამდე ვადით.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner