logo_geo
eng_logo
ილია მეორემ ფეხთბანვის წესი შეასრულა
- +

28 აპრილი. 2016. 15:49


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის წესი შეასრულა. ფეხთბანვის წესის შესრულება ტაძარში დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებული სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ დაიწყო.



ტაძარში, ტრადიციულად, სასულიერო პირებისთვის 12 სკამი დაიდგა, პატრიარქი კი საკუთარ ტახტზე დაბრძანდა, რის შემდეგაც არქიდიაკონის სიტყვებზე - „მოძღვარი გიხმობს", საკურთხევლიდან 12 მღვდელმსახური გამოვიდა და მათთვის განკუთვნილი სკამები დაიკავა. ამის შემდეგ თითოეულ მათგანთან უწმინდესი მივიდა და ფეხი დაბანა.



ფეხთბანვის წესის შესრულებამდე ტაძარში წმინდა სახარებიდან ადგილი წაიკითეს, სადაც უფლის მიერ მისი მოწაფეებისთვის ფეხის დაბანვის შესახებ არის საუბარი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner