logo_geo
eng_logo
დოდო გუგეშაშვილი: რამდენიმე საინტერესო დეტალი გამოიკვეთა... მინდა, შსს ჩავაყენო საქმის კურსში...
- +

28 მარტი. 2018. 13:40



თადარიგის პოლკოვნიკმა დოდო გუგეშაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" მის ოჯახზე თავდასხმის ახალ დეტალებზე ისაუბრა.


 

„ჩემს ადვოკატთან ერთად გავეცანი მასალებს. გამოძიება, შეიძლება ითქვას, სრულად მობილიზებულია, ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობს. როდესაც საქმეს ვეცნობოდით, ჩემთვის და ჩემი ადვოკატისთვის რამდენიმე საინტერესო დეტალი გამოიკვეთა. ვერ ვიტყოდი, რომ ხელჩასაჭიდი, მაგრამ არის ჩვენთვის საინტერესო გარკვეული დეტალები.

 

ამასთან დაკავშირებით მინდა შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავაყენო საქმის კურსში. არა იმიტომ, რომ გამოძიებას არ ვენდობი. ამ დღეებში უკვე მივმართავ ოფიციალურად განცხადებით. ვფიქრობ, უფრო მალე და უფრო სწრაფად წავა გამოძიება. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ გამოძიებას არ ვენდოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში დროს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელიც მეჩვენება, რომ უკვე საკმაოდ გავიდა, თუმცა, ისევ ვიმეორებ, რომ გამოძიებისთვის არაა ეს დრო საკმარისი, რომ რეალური შედეგი დაიდოს", - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner