„ერთი წელი გავიდა, რაც საქართველო შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობს", - ამის შესახებ ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს.
„მე მშვენივრად ვისარგებლე ამ სიკეთით. შესანიშნავი შეგრძნებაა.
უვიზო მიმოსვლის პირობების დაკმაყოფილება ევროკავშირთან კიდევ უფრო დაგვაახლოებს.
მნიშვნელოვანია, რომ ეს სიკეთე ბოროტად არ გამოვიყენოთ და პირადი საკითხები საქართველოს ინტერესებს არ შევწიროთ", - წერს ჩანადირი.