logo_geo
eng_logo
„ახალ ტალღაზე“ საქართველოს გიორგი ნადიბაიძე წარადგენს
- +

28 აპრილი. 2016. 15:51


საერთაშორისო კონკურსზე „ახალი ტალღა", რომელიც სოჭში გაიმართება, საქართველოს „ვოისის" გამარჯვებული გიორგი ნადიბაიძე წარადგენს. ამის შესახებ თავად მომღერალი წერს პირად facebok-გვერდზე:

„მეგობრებო, ძალიან კარგი ამბავი მაქვს!
ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს! მოკლედ გეტყვით, რომ მიუხედავად დიდი მღელვარებისა და კონკურენციისა , „ახალი ტალღის" (წარსულში ცნობილი იურმალა) ნახევარფინალი წარმატებით გავიარე და მოვხვდი გრანდიოზულ ფინალში, რომელიც გაიმართება სოჭში და სადაც საქართველოს სახელით მივიღებ მონაწილეობას. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამომივა და ვასახელებ საქართველოს.


P.S. ყველას უღრმეს
მადლობა თანადგომისა და კეთილი სურვილებისთვის!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner