კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძარი შესაძლოა მიზანმიმართულად გააჩინეს. ამის შესახებ რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს.
„სავარაუდოდ, ხანძრის მიზეზი გარედან ღია ცეცხლის წყაროს შეტანა გახდა", - განაცხადა წყარომ. მედიასაშუალების ცნობით, ეს მოწმეების ჩვენებებითაც დასტურდება.
სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი საბავშვო გასართობ კომპლექსში, პოროლონის კუბებით სავსე, მშრალ აუზში გაჩნდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვია. ადგილზე მისულმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ტრაგედია გულგრილობისა და გაუფრთხილებლობის ბრალია.