კემეროვოს ზავოდსკის რაიონულმა სასამართლომ სავაჭრო ცენტრ „Зимняя вишня"-ს მოიჯარე ნადეჟდა სუდენოკს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი საფრთხის შემცველი მომსახურების გაწევაში ედება.
სავაჭრო ცენტრ „Зимняя вишня"-ში ხანძარი 25 მარტს გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზება მხოლოდ 26 მარტს მოხერხდა. ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვი. ბავშვების უმეტესობა ხანძრის დროს სავაჭრო ცენტრში მდებარე კინოთეატრში იმყოფებოდა.
აღნიშნულ საქმეზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების ფარგლებში ხუთი პირია დაკავებული. ვლადიმირ პუტინმა 28 მარტი გლოვის დღედ გამოაცხადა.