უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე ახალი პარტიის შექმნას აანონსებს.
„უახლოეს დღეებში, ყველაფერი გაჟღერდება. პარტიაში მხოლოდ ნიჭიერი და არაკორუმპირებული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც სურთ, ქვეყანაში რაიმე შეცვალონ", - განაცხადა დავით საყვარელიძემ კიევის ეროვნულ უნივერსიტეტში გამართულ ლექციაზე.
გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ თავი შეიკავა დაკონკრეტებისგან, იქნება თუ არა ახალ პარტიაში ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი.