logo_geo
eng_logo
„აფბა“: „სითი პარკის“ გაძევებაში ბუნდოვანი დეტალებია, რაც შესაძლოა ძვირი დაგვიჯდეს
- +

28 მარტი. 2018. 18:30


 

„ბოლო პერიოდში აქტუალობას არ კარგავს კომპანია „სითი პარკის" ირგვლივ განვითარებული პროცესები", - ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" განცხადებას ავრცელებს.

 

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" აქტიურად აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვთვლით, რომ ბევრი მიმართულებით ბუნდოვანი გარემოებები არსებობს. ამასთან, მიგვაჩნია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მხრიდან საჭიროა კომპანიის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, გამჭვირვალობის გაზრდა და მეტი სიცხადის შემოტანა.

 

დღემდე გაურკვეველია და დიდი რისკის ქვეშ დგას მერიის მხრიდან პირგასამტეხლოს გადახდის საკითხი, რომელიც შესაძლოა ბიუჯეტს 20-25 მილიონი დაუჯდეს. შესაბამისად, ბიუჯეტის თანხების რისკის ქვეშ დაყენება რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელია. მითუმეტეს, იმ პირობებში, როცა სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების გათვლებით, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში აღნიშნული თანხა აუცილებლად გადასახდელი იქნება.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ „სითი პარკი" აპირებს საერთაშორისო არბიტრაჟში ჩივილს, რაც ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურად აისახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე და საგრძნობლად დააზარალებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. აქედან გამომდინარე, კომპანიის გაძევების ღონისძიებების წამოწყებამდე, მერია სამართლებრივი ბრძოლისთვის გაცილებით მომზადებული უნდა ყოფილიყო.

 

გარდა ზევით მოყვანილი საკითხებისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის სამომავლოდ პარკირების საფასურის თემა. თბილისის მერმა ისაუბრა, რომ მსჯელობა დაწყებულია პარკირების ახალი სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით, რაც საათობრივ ანაზღაურებას  გულისხმობს. რა თქმა უნდა, თბილისში პარკირების ასეთი ფორმის დანერგვა, მნიშვნელოვნად გააძვირებს საპარკინგე მომსახურებას. შესაბამისად, ყველა ზომოთ მოყვანილი ფაქტორის გათვალისწინებით და არსებული რისკების თავიდან აცილების მიზნით მიგვაჩნია, რომ „სითი პარკის" ირგვლივ მეტად მოზომილი და საფუძვლიანად გააზრებული ნაბიჯები გადაიდგას", - ნათქვამია განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner