რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში ერთ-ერთი ავტოცენტრის შენობაში ხანძარია.
როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების ცენტრში იუწყებიან, ცეცხლი პრიმორსკის რაიონში მდებარე შენობაში გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი დიდ ფართობზე არ არის გავრცელებული.
დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ცნობები არ ვრცელდება.