ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ქართული ოცნების" გარდა, ბარიერს გადალახავენ „ნაცები" თავისი ერთგული ამომრჩევლის დახმარებით, რომელთა რაოდენობა მოსახლეობის 10 %-ია", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.
მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელის თქმით, ბარიერის გადალახვის საკმაოდ კარგი შანსები აქვს „პატრიოტთა ალიანსს" ირმა ინაშვილის ფაქტორის გამოყენებით. „მან შეიძინა იმ ადამიანის იმიჯი, რომელიც იბრძვის სამართლიანობისთვის და იცავს ადამიანების ინტერესებს", - განაცხადა მამარაძემ.
რაც შეეხება NDI-ის კვლევის შედეგებში მოსახლეობის იმ 60 %-ს, რომელსაც გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცეს ხმა, მამარაძის აზრით, საზოგადოების ეს ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ვერ იქნება.
„ნაციონალური მოძრაობა" მათ მხარადაჭერას ვერ მოიპოვებს. საზოგადოებაში ჯერ კიდევ სტაბილურია „ნაციონალების" მიმართ სიძულვილი. მარტო 300 000 პრობაციონერის მაგალითი ავიღოთ, რომლებიც ნაციონალების მმართველობის დროს იყვნენ. ეს არის ზრდასრული მოსახლეობის 10 %-ზე მეტი. მიუმატეთ მათი ოჯახის წევრები. ამ ადამიანებს ახსოვთ, როგორ წაართვეს ნაციონალებმა ქონება, ბიზნესი და გააუბედურეს... ისინი არასოდეს იქნებიან ამ პარტიის მხარადმჭერები. ასე რომ, ნაციონალების რეიტინგი დღეს პლუს-მინუს 10 %-ია", - განაცხადა მამრაძემ.