logo_geo
eng_logo
კიევში ერთ-ერთი მეტროპოლიტენის სადგურის ტერიტორიაზე ხანძარია
- +

28 მარტი. 2018. 20:57



კიევში, მეტროპოლიტენის სადგურ „ლევაბერეჟნაიას" ტერიტორიაზე ხანძარია. ინფორმაციას უკრაინული პრესა ავრცელებს. მეტროსადგურის ფუნქციონირება შეჩერებულია.


კიევის მეტროპოლიტენის პრესცენტრის განცხადებით, წითელ ხაზზე, რომელიც ზემოთ ხსენებულ მეტროსადგურზეც გადის, დაკვამლიანებაა.


„ლევაბერეჟნაიას" სადგურზე უმნიშვნელო დაკვამლიანებაა, თუმცა წითელ ხაზზე მოძრაობა არ შეფერხდება. დროებით აღნიშნულ ტერიტორიაზე მატარებელი არ გაჩერდება", - წერია განცხადებაში.


როგორც ირკვევა, ცეცხლი მეტროსადგურის გვერდით მდებარე მაღაზიაში გაჩნდა. უსაფრთხოების მიზნით, მეტროპოლიტენის სადგურიც გადაკეტილია.


ადგილზე რამდენიმე სახანძრო ეპიკაჟია მობილიზებული.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner