logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ბიძინა ამათ თავიანთივე ნაყიდ ხეებზე დააწყებინებს სირბილს!
- +

28 მარტი. 2018. 23:28



ყურადღება, ყურადღება! ვიწყებთ თანხის შეგროვებას, თქვენი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია! - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი თავისებური ლიდერი ნიკანორ ანზორის ძე მელია.


რაო, ბატონო, რაშია საქმე, რა თანხის შეგროვებას იწყებს მელიაო? - იკითხავთ თქვენ გაკვირვებულნი და მართლებიც იქნებით, შეკითხვების დასმა ხომ თქვენი დემოკრატიულ-კრეატიული უფლებაა?


ჰოდა, ისაო... დღეს აუქციონში ბიძინა ივანიშვილს მოვუგეთ, 20020 (ოცი ათას ორას ლარად) ასწლოვანი ევკალიპტის ხე ვიყიდეთ, ამიერიდან რომელი ხის ყიდვასაც დააპირებს, ჩვენ ვიყიდით და ასე დავტოვებთ მშრალზეო. ოღონდო... აი, ბანკის ანგარიში და ფული თქვენ, მოსახლეობამ ჩაგვირიცხეთო... მოდითო, ერთად გადავარჩინოთ ხეებიო!


ესე იგი, ხედავთ? მელიამ 20 ათასში მოუგო ბიძინას აუქციონი. ამოცანა გვეკითხება: არის თუ არა მთელი "ნაცმოძრაობა" ბრიყვი? რა თქმა უნდა, არის. რატომ? იმიტომ, რომ ივანიშვილმა ბოლომდე აურია მაგათ რამსები და საერთოდ მოუშალა დავთრები. არა, არც ადრე იყვნენ დალაგებულ-დავარცხნილები, მაგრამ ეხლა მთლად გამოიყვანა მწყობრიდან!


ვზივარ და ვფიქრობ... აი, ბიძინა ივანიშვილმა ნიკანორ მელია დედა-ბუდიანად აუქციონზე რომ გაიტანოს (გაიყვანოს), არის კი ეგ ჯეელი გამომსყიდი? რაში სჭირდება ბიძინას, ჭირად რაზე გაიხდის, თორემ ხომ დაახურდავა სამარადჟამოდ?!


კაი, ძაან აგერია ჟამკარი და ერთი ხე იყიდე... დავუშვათ, ხვალ მეორეც იყიდე, ზეგ - მესამე... მერე? რამდენს იყიდი, რისთვის და რატომ?!


ისე, რაღა დაგიმალოთ და... ჩემი აზრით, ივანიშვილი ამ საცოდავებს მალე თავიანთივე ნაყიდ ხეებზე დააწყებინებს სირბილს. აი, ნახავთ, თუ არა!


ბატონო ბიძინა, ვინაიდან, ამათ მიდრეკილება აქვთ მაიმუნობისკენ, მოდით, რამდენიმე, სულ რაღაც ხუთიოდე (მაგის იქით თვლა არც იციან) ხე უყიდეთ, დაიწყებენ ტოტიდან ტოტზე გადარბენას და შეიძლება ცოტა დაწყნარდნენ. აბა, ეხლა ესენი როდის მოაგროვებენ ხუთი ხის საყიდელ ფულს?


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner