logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი: მივალ, მივყვები თეთრი გზებით მე ჩემს ფარასა!
- +

28 მარტი. 2018. 23:42



როგორც თავად ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი იტყობინება საკუთარი „ფეისბუქგვერდითა", ის ამჟამად კარპატების ალპებში იმყოფება და არა მხოლოდ ცხვარს აძოვებს, სტუმრად მიწვეულ თანაპარტიელებსაც უმასპინძლდება როგორც რძით, ყველით, კალტით და ერბოთი, ასევე ტყუილებით. სააკაშვილისვე ინფორმაციით, „ახალი მოძრაობის" წევრებთან ერთად უკვე დაამუშავა უკრაინის სტრატეგიული განვითარების გენერალური გეგმა, რომლის განხორციელებასაც მომავალი წლიდან გეგმავს. მანამდე კი... ეჰ, მანამდე ასე უნდა იტორღიალოს ტყე-ღრეში, მთა-ბარში და აძოვოს ცხვრის ფარა. მეო, აცხადებს ყოფილი გუბერნატორი და უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი ძმაკაცი, მივალ მივყვები თეთრი გზებით მე ჩემს ფარასაო... მე ჩემსას მაინც გავიტან და უმკაცრესად დავსჯი ოლიგარქებსაო, სუ ეგრე მწყემსად კი არ ვიმუშავებო?!


შეგახსენებთ, ამ დღეებში მიხეილ სააკაშვილთან კარპატების იალაღებზე ჩასული იყო ასევე ნიკანორ მელია, რომელიც უკიდეგანოდ იმედჩასახული დაბრუნდა სამშობლოში და აცხადებს, რომ ამ საპრეზიდენტო არჩევნებში აუცილებლად გააცამტვერებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას. ამას ის გრძნობს მთელი პრინციპულობით, თურმე ამ ხელისუფლების კრახი ყველაზე კარგად ჩანს კარპატების ზაფხულის საძოვრებიდან, სადაც ამჟამად იმყოფება ბელადი, ჩაგრული ხალხების ქომაგი მიხეილ სააკაშვილი.


ტაში, ამხანაგებო, ტაში!



 

შაქრო შაქარაშვილი


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner