logo_geo
eng_logo
2016 წლის მარტში მშპ 3.4%-ით გაიზარდა
- +

28 აპრილი. 2016. 16:24


 2016 წლის მარტში, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.4%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წინასწარი შეფასებით, 2.3% შეადგინა I კვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ. სტატისტიკური კვლევები მოწმობს, რომ გაუმჯობესდა, როგორც სამომხმარებლო, ასევე ბიზნეს-სამეწარმეო სექტორის მოლოდინები, რაც მიმდინარე ხარჯების და ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე აისახება. მშპ-ს ზრდაზე დადებითი გავლენა მოახდინა მთავრობის მიერ ინიცირებულმა რეფორმების ოთხპუნქტიანმა გეგმამ, რომელიც ძირეულ ეკონომიკურ რეფორმებს, მათ შორის საგადასახადო სისტემის ესტონური მოდელის დანერგვას გულისხმობს. ინიციატივამ პოზიტიურად იმოქმედა ბიზნესისა და სამომხმარებლო აქტივობაზე. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის გამომწვევი დადებითი ფაქტორებია: მნიშვნელოვნად გაზრდილი საბანკო დაკრედიტება - სამშენებლო, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, უძრავი ქონების ოპერაციების და ჯანდაცვის სფეროში (ჯამურად საკრედიტო დაბანდებების მოცულობა თითქმის 4-ჯერ არის გაზრდილი); სამრეწველო სექტორში მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც საქართველოს საექსპორტო კალათის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და, შესაბამისად, ექსპორტის მოცულობაზე დადებითად აისახება; საგარეო ვაჭრობის ბალანსის მნიშვნელოვანი - თითქმის 100 მლნ. აშშ დოლარით გაუმჯობესება, რამაც დადებითად იმოქმედა როგორც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, ასევე ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე; ფულადი გზავნილების სტაბილიზაცია, რაც სამომხმარებლო მოლოდინების ფორმირებაზე დადებითად აისახა და ხელი შეუწყო მოხმარების ზრდას; სავალუტო ბაზრის დადებითი ტენდენციები - 2016 წლის მარტიდან ლარმა გამყარება დაიწყო;


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner