logo_geo
eng_logo
ზაზა სიამაშვილი: ქალების მოძულედ რომ შემრაცხეთ, მაგას როგორმე ავიტან, მაგრამ...
- +

29 მარტი. 2018. 00:00



ლექტორი ზაზა სიამაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რადგან სრულიად გაუგებარი და აუხსნელი მითქმა-მოთქმა, ინტერპრეტაცია და აურზაური მოჰყვა ჩემს გუშინდელ პოსტს ეგრეთ წოდებული შევიწროვების შესახებ, განვმარტავ და დავძენ: სრულიად გასაგები იყო რისთვისაც დაიწერა ეს პოსტი. ქალების მოძულედ რომ შემრაცხეთ, მაგას როგორმე ავიტან, მაგრამ თავს ესხმით იმ უმაღლეს სასწავლებელს, სადაც მე მიწვეული ვარ და ჩემნაირი მიწვეული იქ მრავალია. თავს ესხმით თავისუფალ აზრს, ზოგიერთი ისეთი, რომელიც მესამე დღეა კემეროვოში დაღუპული ბავშვების ტრაგედიით ხალისობს! ვნახე ზოგიერთი მათგანის პროფილი და გამეცინა, რადგან არაადამიანებისთვის მე და ჩემნაირები მიუღებლები ვართ. შეშინებული ლექტორი, მისი შეშინებული სახე და ამ შიშით ჩატარებული ლექცია უფრო მისაღებია ხომ თქვენთვის?! ძირითადად რომ ლიბერასტული ფრთა ზეიმობს და ხალისობს, ესეც იოლი წასაკითხი და გასაშიფრია! თუკი ვინმეს მიმართ მაქვს წუხილი, ცემი თანამშრომლები და სტუდენტები არიან, რომელთაც თავს ესხმიან. მადლობა ჩემს სტუდენტებს, რომლებიც ჩემთან არიან და მხარს მიჭერენ! ჰო, მართლა, აქვე თანადგომას და სოლიდარობას ვუცხადებ პაპუნა უგრეხელიძეს, რომელიც ასეთივე ბინძური ჭორების გამო იძულებული გახადეს განცხადება დაეწერა წასვლაზე. მე ამას არ ვიზამ, სანამ არ მაიძულებენ", - წერს სიამაშვილი. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner