პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციის თავჯდომარე ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დღეს რუსეთში გლოვის დღეა.... მიუხედავად ჩვენში უამრავი დაგროვილი ტრაგედიისა... ვიზიარებ მთელი არსებით იმ ტრაგედიის ტკივილს რაც მოხდა რუსეთში... ვიზიარებ ყოველი ბავშვის თუ ქალის... მშობლების გაუსაძლის ტკივილს... მათ ცრემლს! აუწონელია ბავშვის ტკივილით გადმოვარდნილი თუნდაც ერთი ცრემლი... სადაც არ უნდა იყოს ეს ტრაგედია!" - წერს კურტანიძე.