logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: ყველამ არ იცის ეს მწუხარე ისტორია, მაგრამ...
- +

29 მარტი. 2018. 00:12



ჟურნალისტი ირაკლი შონია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დევნილობის ისტორიას სოციალურ ქსელში იხსენებს და ფოტოს აქვეყნებს:

 

„ყველამ არ იცის ეს მწუხარე ისტორია, მაგრამ ნამდვილად ისტორიული შტრიხი პირველი პრეზიდენტის დევნილობის პერიოდისა... სოფელ ბაშში ამინდი იყო საშინელი... წვიმა, თოვლი და ქარი ერთად მოდიოდა... პრეზიდენტი შეციებული იყო და პატარა სიცხეც ჰქონდა... როცა ლაშხიების ოჯახიდან მიდიოდა, სახლის ტალახიან დაღმართზე ფეხი უცურდებოდა, გაცილება სანდომიანმა ადამიანმა ზაურ ლაშხიამ ითავა, პრეზიდენტს მკლავი გამოსდო და დაღმართზე ჩააცილა... ბ-ნ ზაურს ვკითხე გაგესაუბრათ პრეზიდენტი? ერთადერთი მკითხაო, სოფელში ჩემი მომხრეები არიანო? ხელები გავშალე და ვუპასუხე: - ბატონო ზვიად მთელი სოფელი თქვენი მომხრეა, თქვენთვის ყველა სახლის კარი ღია არისო...პრეზიდენტის ამალა სოფელ ნაცატუსკენ გაუდგა გზას და მერაბ გაბედავას ოჯახში შეჩერდა, მის სტუმრობას გაბედავები დიდი პატივისცემით და გულთბილად იხსენებენ 1993 წლის 12 დეკემბერი იყო... ვინაიდან გაბედავების სახლი მჭიდრო დასახლებულ უბანში იყო, დევნილ პრეზიდენტს არ სურდა ვინმე უკეთურს ცნობოდა და შემდეგ ოჯახი თავდასხმის ობიექტი გამხდარიყო შევარდნაძის სადამსჯელო რაზმებისგან.(როგორც ეს მოხდა ჩქვალერში და მუჟავაში), წასვლამდე გაბედავებს გული გადაუშალა ზვიადმა და ძალიან საინტერესო დიალოგიც შედგა,სად აპირებდა გადასვლას, როგორ აპირებდა ბრძოლის გაგრძელებას (ეს ცალკე თემაა და აუცილებლად დავწერ)... მერაბ გაბედავას შეეცოდა გადაღლილი ზვიადი და იქვე სოფელში გენო კვარაცხელიას ოთხთვალა ურემი სთხოვა, სწორედ ეს ურემია ჩემს მიერ გადაღებული, რა მდგომარეობაშიც არის დღეს კვარაცხელიებთან სოფელ ნაცატუში... ამ ურემზე მოთავსდა დევნილი პრეზიდენტი, მეგზურობა თავად მერაბ გაბედავამ გაუწია და სოფელ ობუჯში გადაიყვანა უსაფრთხოდ ზვიად გამსახურდია, რომელსაც თეთრი ნაბადი ემოსა...სოფელ ობუჯში მასპინძლობა გაუწია ჰამანდა მესხიამ, რომელიც ღრმად მოხუცებული საოცრად სანდომიანი ადამიანია და ჩემთან საუბრისას გუშინდელი დღესავით ახსოვდა პრეზიდენტის სტუმრობა და დიდი სიყვარულით მიმითითებდა იმ საძინებელ ოთახზე, სადაც დევნილი პრეზიდენტმა ღამე გაათენა... დეკემბრის შუა რიცხვები იყო და სულ რაღაც ორი კვირა რჩებოდა საბედისწერო გასროლამდე..." - წერს შონია.

 


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner