logo_geo
eng_logo
კახა კალაძე ოპოზიციაზე: ზოგს ერთი ტივი და ფიალა ღვინო აკლდა, ისეთ მდგომარეობაში იყვნენ...
- +

29 მარტი. 2018. 01:19


 

„რამდენჯერმე მთავრობის სხდომაზე, ასევე, ზოგად განცხადებებში, ჩემი მხრიდან ყოველთვის იყო მოწოდება, ოპოზიციური პარტიების და არამხოლოდ მათ მიმართ, რომ - „ვისა სურვილი გაქვთ, ვისაც შესაბამისი კომპეტენცია, განათლება, პროფესიონალიზმი გაქვთ, მობრძანდით, ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, რომ ერთად დავსხდეთ. არსებობს პრობლემები ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, ერთად მივიღოთ გადაწყვეტილებები თუ რა უნდა გამოვასწოროთ, როგორ წავიდეთ სწორად, რომ სრულყოფილი დოკუმენტი მივიღოთ", - საერთოდ არავის არ მოუმართავს, არავინ ჩართულა", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. კალაძის აზრით, ოპოზიციის ის ნაწილი, რომლებიც კრიტიკას გამოთქვამდა, გენერალური გეგმის დოკუმენტი წაკითხულიც არ აქვთ და მათი განცხადებები სადღეგრძელოებს ჰგავდა.


„მათ ეს არ ისურვეს. ისინი ჩართული იქნებოდნენ ამ განხილვებში, მათ ექნებოდათ სრულყოფილი ინფორმაცია და ახლა მე დარწმუნებული ვარ, არავის არ აქვს წაკითხული ეს დოკუმენტი. ეს ჩანდა მათი განცხადებებიდან. მათ ისიც კი გუკვირდათ, რომ ჩვენ დავპატიჟეთ და ამ დროს ჩვენ გაცხადებული გვაქვს ყველა იმ ადამიანთან კონსტრუქციული ურთიერთობა, ვისაც გული შესტკივა დედაქალაქზე, ვისაც უნდა რომ ხვალინდელი თბილისი იყო უკეთესი. თუმც განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ, კონკრეტულად გენგეგმაზე არავის უსაუბრია, მოვისმინეთ კარგი სადღეგრძელოები, ლექსები, ზოგს ერთი ტივი და ფიალა ღვინო აკლდა ისეთ მდგომარეობაში იყვნენ, საერთოდ კომენტარი არ გაუკეთებიათ გენგეგმასთან დაკავშირებით", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner