26 აპრილს, დავით გაგუას კლინიკაში სამყაროს ბარბარე მელია მოევლინა. ბარბარე ოჯახში მე-11 შვილია. გოგონა სრულიად ჯანმრთელია, 51სმ-ია და 3200 გრამს იწონის.
სოფო კვაშილავა: „მინდა, ყველა დედა გავამხნევო და ვუთხრა, რომ მრავალშვილიანობა შეიძლება იყოს დაკავშირებული ძალიან ბევრ საზრუნავთან და შრომასთან, მაგრამ ამას იმხელა სიხარული მოაქვს, რომ ღირს ამ შრომად. შეუძლებელი არაფერია!"
ამ სასიხარულო ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მრავალშვილიანთა ასოციაციის „გენი ქართულის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ნათია ანთიამ:
„ჩვენი ორგანიზაცია ხშირად სტუმრობს „გაგუას კლინიკას", რათა მრავალშვილიან ოჯახებს მივულოცოთ ახალი სიცოცხლე, რადგან ამ ოჯახებზე დგას საქართველო.ბარბარე, ვიტყოდი, რომ განსაკუთრებული შემთხვევაა. ჩვენი საქმიანობის მანძილზე, არასოდეს მიგვილოცია მე-11 ბავშვი ოჯახისთვის".
მელიების ოჯახში 7 ვაჟია და ახლა უკვე 4 გოგო.