logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი: გატყუებთ და თან შეურაცხყოფას გაყენებთ!
- +

29 მარტი. 2018. 01:26



„ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის მისამართით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ენმ"-ის დეპუტატი რომან გოცირიძე, რომელმაც უარი თქვა ტატუნაშვილის და ოთხოზორიას მკვლელებისა და მათი მფარველების დევნაზე და ახლა ამომრჩეველი პასუხს თხოვს, შემდეგნაირად ამართლებს საკუთარ საქციელს:

 

(თან წერა-კითხვის უცოდინრობაში ამხელს გაკვირვებულ ამომრჩევლებს)...

 

„წერა-კითხვას ვერ გასწავლით facebook-ში. თავში წერია ყველაფერი. სიაში ვერ შეიყვან, თუ დამნაშავედ არ გამოცხადდა ოფიციალურად და მერე არ დაუმტკიცდა, მათ შორის ხელის დაფარებაში დამნაშავეობა."

 

ეს არის სამარცხვინო ტყუილი! (სამწუხაროა, რომ ამ დეზინფორმაციის გავრცელებაში ე. წ. პროდასავლური არხი ეხმარება).

 

რეზოლუციის ტექსტში ნათლად წერია, რომ სიაში შედიან ბრალდებული პირებიც - დანაშაულის შესრულებასა და დაფარვაში ბრალდებული პირები.

 

აი ტექსტი:

 

„პარლამენტს წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებასა და წამებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია".

 

რა შუაშია დანაშაულის დამტკიცება, როცა ტექსტი მკაფიოდ საუბრობს ბრალდებაზე?

 

ბრალდებას რაში სჭირდება დანაშაულის დამტკიცება?

 

გოცირიძის ბელად სააკაშვილს ჯერ დაუმტკიცეს დანაშაული და მერე წარუდგინეს ბრალი?

 

მოკლედ, გატყუებთ ეგ კაცი.

 

გატყუებთ და თან შეურაცხყოფას გაყენებთ, რომ წერა-კითხვა არ იცით.

 

ძალიან მეტყველი მაგალითია იმის, როგორ შეიძლება თავმოყვარეობაზე და ღირსებაზე უარი თქვას ადამიანმა.

 

P.S. რომან გოცირიძემ ის სამარცხვინო პოსტი წაშალა. არადა საინტერესო დისკუსია იყო. ბოკუჩავას სიაში მოხვედრის ისტორიიანად.

 

სამწუხაროა, რომ ბოდიშის მოხდის ნაცვლად, კვალის გაქრობითაა დაკავებული ამხელა კაცი", - წერს ჩერგოლეიშვილი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner